მოკვლევის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
ენები: რუსული, ინგლისური
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას საკაბელო ქსელის მომსახურების განყოფილებაში მოკვლევის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისი

სამუშაო აღწერილობა:

  • აბონენტთან მოკვლევის დროის შეთანხმება;
  • ადგილზე მისვლისას ობიექტის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა;
  • მოკვლევისას ობიექტთან მისასვლელი არსებული ან საპროექტო კომუნიკაციების მიმართულების, სიგრძის(მეტრაჟი), ჭების მდებარეობის, ბოძების მდებარეობის და მათ შორის მანძილის, ქუროს მდებარეობის, ფასადზე ან შენობაში კაბელის მონტაჟის შესაძლებლობის დადგენა;
  • კომუნიკაციების მოკვლევისას არხების და ჭების ვარგისიანობის და გამტარიანობის შემოწმება;
  • მოკვლევის შედეგების მთავარ სპეციალისტთან შეთანხმებით განწესში დაფიქსირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება (სასურველია კავშირგაბმულობის ან სამშენებლო სფეროში)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ნახაზების წაკითხვა/გარჩევის გამოცდილება;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა/ მართვის გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
  • სასურველია საოფიეს პროგარმების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა(რუსული/ინგლისური)
  • პასუხისმგებლობა/დისციპლინირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პრფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2024 წლის 5 მაისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.