საწყობის მტვირთავი

მივლინება: არა ხელფასი: 1000
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი, 
ანაზღაურება: 1000 ლარი
გრაფიკი: 2 დღიანი ცვლა - კვირაში 40 სამუშაო საათი
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მტვირთავის პოზიციაზე:

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:
  • მომხმარებლის ოპერატიული მომსახურება ;
  • საქონლის მისაღებად (გასაცემად) აუცილებელი ინვენტარის მომზადება;
  • შემოსული (გასაცემი) ტვირთის დაცლა (დატვირთვა) კომპანიის სტანდარტების და პროცედურების შესაბამისად;
  • იმპორტული და ლოკალური მოწოდების პროდუქციის მიღებისა და გადათვლის შემდეგ სტელაჟებზე და მათთვის გამოყოფილ ადგილებზე (ლოკაცია) განთავსება;
  • პროდუქციის ჰიპერმარკეტში გადატანის პროცესში, გადასატანი პროდუქციის ოპერატიულად შეგროვება;
  • პროდუქციის დასაწყობებისა და დაბარკოდების პროცესში სუპერვაიზერის მოთხოვნის შესრულება დასასწყობებელი პროდუქციის ოპერატიულად შეგროვებისა და მიზნობრივად განლაგების მიზნით;
  • ნებისმიერი ინციდენტის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დაუყონებლივი ინფორმირება;
  • კომპანიაში მიღებული კორპორატიული ქცევის ნორმებისა და დისციპლინის დაცვა, კომპანიის მიერ განსაზღვრული უნიფორმის, ჩაფხუტისა და პირბადის ტარება და სხვა..

შენგან ჩვენ გვჭირდება:
  • ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ძალიან სასიამოვნო იქნება.

ჩვენ ამ პოზიციაზე გვჭირდება:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • ფიზიკური უნარები;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • გუნდში მუშაობის უნარი.

კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას. ჩვენ კი გთავაზობთ ძალიან მეგობრულ, ადამიანურ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. 

თუ  აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ: 
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია)  არაუგვიანეს 2024 წლის  20 აპრილის  ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე:  
hr@mihouse.ge და  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!