SMM სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Kaiser Epilation
მივლინება: არა ხელფასი: 1400 - 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: კონტენტ მენეჯერი
Kaiser Epilation ცხადდება ვაკანსია სმმ-კონტენტ-სპეციალისტის პოზიციაზე
სურვილი გვაქვს ჩვენს გუნდს შემოუერთდეს ადამიანი, რომელიც არამარტო დაამონტაჟებს ვიდეოს და განათავსებს სოცქსელებში, არამედ შეიმუშავებს კრეატიულ იდეებს, იცის ალგორითმების ფაქიზი დეტალები, მუდმივად ეძებს და სწავლობს.
http://epilation.ge/smm-vacancy

მოვალეობები:
  • სოციალური ქსელების კონტენტის შექმნა და პუბლიკაცია (Instagram, TikTok, Facebook, YouTube), ვიდეოსთვის ტექსტების, სცენარების წერა, ფოტო და ვიდეო გადაღება;
  • ვიდეომასალის მონტაჟი, ფოტოების დამუშავება და პუბლიკაციისთვის მიმზიდველი ვიზუალური კონტენტის შექმნა, სარეკლამო ბანერების შექმნა;
  • ახალი ფორმატების შემუშავება აუდიტორიის მოსაზიდად, ასევე, უკვე არსებული აუდიტორიის აქტივობის და კონვერსიის გაზრდა;
  • ბლოგერებთან თანამშრომლობის ორგანიზება.
მოთხოვნები:
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა.
  • ვიზუალური ფოტო და ვიდეო-რედაქტორების ცოდნა, გასაყიდი და საიმიჯო ტექსტების გამართულად წერის უნარი;
  • მობილური ტელეფონით მაღალი დონის ფოტო და ვიდეოგადაღება;
  • ბიუთი-სფეროში მუშაობით დაინტერესება. ესთეტიკის, ვიზუალური სტილის მაღალი დონე, ტრენდების და მოდური ტენდენციების ცოდნა;
  • ბიუთი-სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
  • ოფისში მუშაობა/ჰიბრიდული, ასევე, ფილიალებში გასვლა გადაღებების ჩასატარებლად, სრული ჩართულობა;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე;
  • ხელფასი: 1400-2000 ლარი (საბოლოო ხელფასი განისაზღვრება გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ);
  • მუშაობა მეგობრულ მრავალეროვნულ გუნდთან ერთად, განვითარებად კომპანიაში.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და CV ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: kaiserepilation@gmail.com

http://epilation.ge/smm-vacancy