გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აგრო კომპანია ბარაქა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 10 მდე ქსელურ აგრომაღაზიასა - ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოს რეგიონებში. 
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.  
ვეძებთ ახალ თანამშრომელს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს სასურველია ჰქონდეს კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება. 
 
გვიხილეთ: 
 Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia 
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A 
ან ვებ-გვერდზე http://www.baraka.ge 
 
გაყიდვების მენეჯერის სამუშაო მოიცავს ვიზიტებს : 70% საქართველოს  რეგიონები ხოლო 30% ოფისი .  
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს მაშტაბით გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა და კოორდინირება; 
  • საქართველოსი აგრო ბაზრის ანალიზი და მონიტორინგი; 
  • კომპანიის ბაზრის წილის ზრდაზე ზრუნვა; 
  • კორპორატიული კლიენტებისათვის კომერციული პირობების შემუშავება და მოლაპარეკებების წარმოება; 
  • პარტნიორებთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება ზრუნა, შემდგომი შენარჩუნება და განვითარება; 
  • კონკურენტი კომპანიების აქტივობების მონიტორინგი და მათი გაყიდვების ანალიზი; 
  • სავაჭრო ობიექტებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელება; 
  • კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის ზრდასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა; 
  • სავაჭრო მარკეტინგული ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება; 
  • შესაბამისი ანგარიშგების მომზადება და წარდგენა ; 
  • კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა; 
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა; 
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი; 
  • გაყიდვებში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის, გაყიდვების ან ექსპორტის მიმართულებით; 
  • სასურველია   ინგლისური ენის ცოდნა (სხვა დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა; 
 
სხვა დამატებითი მოთხოვნები: 
  • გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების ცოდნა; 
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები; 
  • პროცესების მართვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • ორგანიზებულობა. 
  • პირადი მსუბუქი ავტომანქანა აუცილებელია სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე. 
 
ბენეფიტები: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • კორპორატიული ნომერი, სატელეფონო ლიმიტით 
  • ავტომანქანა  და საწვავის ლიმიტი  
 
გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს. ანაზღაურება  კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად 2000-დან 3000-მდე (NET) ფიქსირებული და დამატებით საბონუსე სისტემა გაყიდვებიდან . გაყიდვების მენეჯერი, -ანგარიშვალდებულია კომპანიის კომერციულ დირექტორთან წინასწარ შემუშავებული გაყიდვების ყოველთვიური და წლიური გეგმის შესრულებაზე, 
 
სამუშაო ადგილია: ქ.თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მ. ალექსიძის ქ.# 13 და საქართველოს რეგიონები. 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, 10-დან 18 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე recruiting@baraka.ge. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „გაყიდვების მენეჯერი".