შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორი

ბოლნისი სრული განაკვეთი RMG აურამაინ
მივლინება: არა ხელფასი: 2650
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობის უსაფრთხოების ინჟინერი
შპს „არ ემ ჯი აურამაინი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოებს დაცვის ინსპექტორის პოზიციაზე

მდებარეობა: ქ. ბოლნისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლის გრაფიკის შესაბამისად: 4 კალენდარული სამუშაო დღე, მომდევნო 4 დღე დასვენება.
ანაზღაურება:  გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2650 ლარი.

შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის ინსპექტორის უფლება-მოვალეობები
  • დღის და ღამის ცვლებში მუშაობაპერსონალზე/ვიზიტორებზე ინსტრუქტაჟების ჩატარება
  • რისკის შეფასების დოკუმენტების შემუშავება, გადახედვა, განახლება
  • სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების დაცვაზე მონიტორინგი/ინსპექტირება და შეუსაბამობის ოქმის შედგენა
  • ინცინდენტის მოკვლევა და რაპორტის შედგენა
  • მაღაროს ინსპექტირება
  • ხელმძღვანელ პირ(ებ)ზე სწორი, კომპენტენტური და დროული შეტყებონება/ინფორმირება სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებზე
  • ხელმძღვანელი პირ(ებ)ის დავალებების სწორად და დროულად შესრულება
  • ნდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების, ტექნიკური არჭურვილობის პერიოდული შემოწმება და შესაბამისი აქტების შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულად  ჩაითვლება ტექნიკური განათლება (სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტ დამთავრებული))
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ერთი წელი
  • შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე TTodua@cmg.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „შრომის უსაფრთხოებს დაცვის ინსპექტორი“.
„შპს არ ემ ჯი აურამაინი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!