საცალო გაყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ქებული კლიმატი
ხელფასი: 800 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: რუსული
გაყიდვები: საცალო ვაჭრობა
კომპანია "ქებული კლიმატი" 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი. კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. ქ. თბილისში.

პოზიცია ექვემდებარება: ქსელის სუპერვაიზერს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 2
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 03/05/2024
დასაქმების სავარაუდო თარიღი: 05/05/2024

ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: პროდუქტის ეფექტური პრეზენტაცია. საცალო გაყიდვების ზრდა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა.
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც)
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ფლობა; (1C პროგრამის ცოდნა სასურველია);
  • უცხო ენების (სასურველია რუსული ენის) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
  • ანაზღაურება: 800 ლარიდან + ბონუსი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი,

სოციალური პაკეტი:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
  • ლანჩით უზრუნველყოფა
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
  • კორპორაციული ნომერი
  • პარკინგი.

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

ან შეავსეთ: სააპლიკაციო ფორმა
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.