W 8 Shipping Georgia აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ბელიაშვილის 138
სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
- ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
- გადარიცხვების განხორციელება;
- ბუღალტრული გატარებების გაკეთება საოპერაციო პროგრამაში;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადებასა და გადასახადების დაანგარიშებაში მონაწილეობის მიღება;
- სხვადასხვა დეპარტამენტთან კომუნიკაცია და მათგან საჭირო ფინანსური ინფორმაციის მიღება;
- ბუღალტრის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადები, ფაქტურები RS.ge-ზე);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
- რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა
უნარები:
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობა;
- კომუნიკაბელური, ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geinfo@w8shippingge.com სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.