Euphoria Batumi Hotel აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და სხვა უცხო ენების კარგად ცოდნა;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
- კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური;
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.
- სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
- სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
- სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
- სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@euphoriahotel.ge