ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი AWARD
მივლინება: არა ხელფასი: 2250
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
შპს ,,AWARD’’ აცხადებს  ბუღალტრის ვაკანსიას.

მუდმივი სამუშაო ადგილი:  თბილისი
სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი
ანაზღაურება:  დარიცხული 2250 ლარი

ძირითადი მოვალეობები:
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
  • RS-ზე ზედნადებისა და ფაქტურების გამოწერა/ატვირთვა;
  • ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
  • ოპერაციების შესრულება;
  • დებიტორ - კრედიტორებთან ურთიერთშედარებების წარმოება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა;

პროფესიული მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel, Oris);  
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად  მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@award.ge
შენიშვნა:  არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.  დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 08/05/2024.
გისურვებთ წარმატებას!