საგადასახადო სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი მართვის საკონსულტაციო ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: საგადასახადო ექსპერტი
მართვის საკონსულტაციო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო სპეციალისტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტის კონსულტირება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
  • კლიენტის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მოქმედ კანონდმებლობასთან შესაბამისობის, აღრიცხივის ფორმისა და მეთოდების დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა და აღნიშნულთან დაკავშრებით შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • ფინანსური აუდიტის გარიგებაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო რისკების მიმართულებით;
  • შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;
  • აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • 1-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის ან/და საგადასახადო მიმართულებით;
  • შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საგადასახადო დეკლარაციების/ფორმების შევსების და წარდგენის ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • დეტალებზე ორიეტირებულობა;დროის ეფექტური მართვის უნარი;

ეტაპები:
  • პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი რეზიუმეების შერჩევა;
  • მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, 10 მაისამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@mcgaudit.ge     
გთხოვთ, განაცხადის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: 
https://mcgaudit.ge/ 

ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის.  
მართვის საკონსულტაციო ჯგუფი მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს დაინტერესებისათვის!