გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Emporio Armani
მივლინება: არა ხელფასი: 1200 +ბონუსი
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
მარტის ბოლოს საქართველოში Emporio Armani -ის პირველი ფრანჩიზული მაღაზია იხსნება. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია NABU, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში:
11:00 -20:00
13:00- 22:00

ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს

აუცილებელი მოთხოვნა:
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური და სხვა უცხო ენები- კარგი, თავისუფალი საკომუნიკაციო დონე;
  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
  • მომსახურეობის მაღალი სტანდარტების ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურეობის და კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;
  • მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: vacancy@itc.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: EA გაყიდვების კონსულტანტი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩულ კანდიდატებთან.
რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.
გისურვებთ წარმატებას!