მძღოლი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 900
მართვის მოწმობა: B, C
ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ ეძებს გუნდის წევრს ,,მძღოლის’’ პოზიციაზე.
ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე.
კომპანიის მთავარი მისია არის ის, რომ უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას, მომხმარებლებმა უნდა მიიღოს კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობა.
ისეთი პროექტებით, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, საქართველოში, მშენებლობას ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში.
"ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში.

სამუშაოს გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 800-900 ლარი

ჩვენი შემოთავაზებაა:
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მხარდაჭერა;
  • წახალისების სისტემა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება შესაბამის სამსახურებში. პოლიცია, დაცვისა და უსაფრთხოების სხვადასხვა სამსახური და ა.შ. 
  • B,C კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა;

ფუნქცია - მოვალეობები:
  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა საჭიროებისამებრ;
  • ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მეთვალყურეობა;

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლიანი 
  • შრომისმოყვარე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com  გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება  მძღოლი,  რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით! 
წარმატებებს გისურვებთ!