ექსპორტის მენეჯერი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება
სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს  ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • წლის გაყიდვების გეგმის გაწერა შემკვეთების მიხედვით და შესრულების კონტროლი;
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი;
  • არსებული კლიენტებისგან გაყიდვების რეპორტის მიღება, ანალიზი და დამატებითი აქტივობების გაწევა;
  • ახალი პროდუქტის შეთავაზება, პრეზენტაციების გაკეთება;
  • ბაზრის კვლევა, ახალი ბაზრების ათვისება, პოტენციური შემსყიდველის მოძიება, არსებულ ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
  • გამოფენებში მონაწილეობის მიღება;
  • საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნეველყოფა;
  • საექსპორტო პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულისა და მასალათა ნაშთის კონტროლი;
  • წარმოებული პროდუქციის ნაშთების და ვადების კონტროლი;
  • კლიენტებთან შეთანხმებული ნორმების მიხედვით საექსპორტო ეტიკეტის თარგმნის და ბეჭვდის ორგანიზება;
  • გადამზიდავ კომპანიასთან კომუნიკაცია;
  • გასული პროდუქციის/მანქანების ყოველთვიური რეესტრის წარმოება;
  • გაშვებული პროდუქტის ადგილზე მისვლის კონტროლი;
  • სხვა დამატებითი ფუნცია-მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპორტის მიმართულებით;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა
 
სამუშაო პირობები:
  • ტრანსპორტირება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:  hr@geobeer.ge 
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 8 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას  ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.  იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge  და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.