შპს “პსპ ფარმა“ აცხადებს სოციალური პროექტების მომსახურების სპეციალისტის ვაკანსიას
ფუნქცია-მოვალეობები:
ფუნქცია-მოვალეობები:
- აფთიაქებიდან მიღებული დოკუმენტაციის გადარჩევა და დახარისხება;
- აღნიშნული დოკუმენტაციის დროული აღრიცხვა, მონაცემების სისწორის კონტროლი, ანალიზი და დამუშავება;
- ორგანიზაციების ბარათების ყოველდღიური კონტროლი;
- ორგანიზაციების დებიტორული დავალიანებების კონტროლი/ანალიზი და პრობლემურ დებიტორებთან კომუნიკაცია დავალიანების დროულად აღმოფხვრის მიზნით;
- დოკუმენტაციის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება პარტნიორ ორგანიზაციებში წარსადგენად;
- ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია აფთიაქების მენეჯერებთან;
- კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის მიმართულებით)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel)
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 აპრილი, 2024 წელი