ატრაქციონების ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი რია-რია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/გართობის სექტორი: ატრაქციონის ოპერატორი
რია-რია (გალერია თბილისში განთავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრი) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ატრაქციონების ოპერატორი 
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები: 
  • ბავშვთა გასართობი ცენტრის ვიზიტორებისათვის შეუფერხებელი და ეფექტური მომსახურების გაწევა;  
  • არსებული ტარიფების, პაკეტების, მომსახურების, გასართობი საშუალებების, აგრეთვე ატრაქციონზე ასაკთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვების  შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • ატრაქციონების  ჩართვა და გამორთვა;
  • ატრაქციონებზე ვიზიტორთა შეშვება და გამოშვება;
  • ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • აკადემიური განათლება  (დასაშვებია სტუდენტიც);
  • სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე info@riaria.ge 2024 წლის 25 აპრილამდე.

გთხოვთ, მეილის „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.  გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ  ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს. 
წარმატებას გისურვებთ!