პროდუქციის მონიტორინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი შარმ ტრეიდინგი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''

პოზიციის დასახელება - პროდუქციის მონიტორინგის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი ქსნის ქუჩა №36.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევამდე ,9:00 18:00
ანაზღაურება : 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასაწყობო ნაშთების კონტროლი (აღწერები);
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • პრობლემური ვალებისა და სავაჭრო ობიექტების კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის კონტროლი;
  • სავაჭრო წარმომადგენლების დებიტორული დავალიანების ანალიზი;
  • ხელშეკრულებების კონტროლი კონტრაგენტებთან;
  • რისკების დადგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური ან იურიდიული მიმართულებით);
  • Microsoft Excel-ის ცოდნა;
  • მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
  • მივლინებებისთვის მზაობა

რას გთავაზობთ
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • სიცოცხლის დაზღვევას
  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. მეილზე vacancy@sharmtrading.ge აუცილებლად მიუთითეთ პოზიცის დასახელება ,,პროდუქციის მონიტორინგის სპეციალისტი”

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.