შერჩევის სპეციალისტი / ანაზღაურებადი სტაჟირება

თბილისი სტაჟირება შარმ ტრეიდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''

შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებადი სტაჟირება შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე 
ადგილმდებარეობა: თბილისი (ღრმაღელის მეტროს მიმდებარედ)
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18:00სთ) შესაძლებელია მოქნილი გრაფიკის მორგებაც

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა.
  • სამუშაო აღწერილობის რედაქტირება ,ვაკანსიის ტექსტის შედგენა, შესაბამის

პლათფორმაზე განთავსება.
  • გასაუბრების და ტესტირების ორგანიზება.
  • ვაკანტური პოზიციის ანალიზი და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა.
  • აპლიკანტთა ელექტრონული ბაზების მართვა/მუდმივი განახლება.
  • დასაქმების ფორუმებშ მონაწილეობის მიღება
  • HR განყოფილების ორგანიზებულ სხვადასცვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება ან სტაჟირება მსგავს პოზიციაზე
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი 
  • Microsoft Excel-ის ხო ცოდნა საშუალო დონეზე. 

დამატებითი უნარები, რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლიანი
  • პუნქტუალური
  • განვითარებაზე ორიენტირებული

რას გთავაზობთ?
  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,შერჩევის სპეციალისტი“ 
კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“  ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“  ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.