ინგლისური ენის მთარგმნელი

თბილისი სრული განაკვეთი დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1300
განათლება: მაგისტრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: თარჯიმანი

Delta Translation Group მთარგმნელობითი მომსახურების კომპანიაა www.delta.org.ge, რომელიც სპეციალიზებულია წერილობითი და ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურების მიწოდებაზე: ტექნიკური, ეკონომიკური, სამედიცინო, ფინანსური მენეჯმენტისა და სხვა დარგების მიმართულებით. კომპანიას აქვს საკუთარი მთარგმნელობითი პროდუქტები, მათ შორის ონლაინ ლექსიკონი: www.iword.ge.

Delta Translation Group-ს ესაჭიროება ინგლისური ენის მთარგმნელი - ინგლისური ენის სპეციალისტი წერილობითი მიმართულებით.

ოფისში მუშაობის პირობები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

სახელფასო განაკვეთი: პირველი სამი თვე - დარიცხული 1000 ლარი, 3 თვის შემდეგ დარიცხული -1300 ლარი.


აუცილებელი მოთხოვნები:

  • გამოცდილება წერილობითი თარგმანის მიმართულებით - მინიმუმ სამი წელი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Email(Gmail, Google Drive), Ms Word ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ოპერატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • სასურველია რომელიმე  CAT სისტემის ცოდნა;
  • მაღალი მოტივაცია და თვითგანვითარების სურვილი.  


კომპანიაში მოქმედების  ბონუსების, უწყვეტი სწავლებისა და ტრენირების სისტემა.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:  https://forms.gle/J18juRLev7hUgF9p9

გისურვებთ წარმატებას!

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე