ბრენდ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ერბორიანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი
კორეული კოსმეტიკური ბრენდი „ერბორიანი“ აცხადებს ვაკანსიას „ბრენდ მენეჯერის“ პოზიციაზე საქართველოში, ქ. თბილისში.

“Erborian” კანის მოვლის საერთაშორისო პრემიუმ ბრენდია, რომელიც LO’ccitane Group-ის ნაწილია. ავანგარდული ბრენდის ისტორია 2007 წელს დაიწყო. ის კორეული ტრადიციის თავის მოვლის მრავალსაუკუნოვან და ფრანგულ გამოცდილებასა და ფუფუნებას აერთიანებს, ქმნის კანის მოვლის ინოვაციურ მიდგომებს. მთელს მსოფლიოში განთქმული და არაერთი ჯილდოს მფლობელი ერბორიანის BB (Erborian BB cream) და СС (Erborian CC cream) კრემები, ბრენდის ფართო ასორტიმენტის და ფუნქციური კოსმეტიკის მხოლოდ მცირე ნაწილია. ბრენდის პროდუქციის შემადგენლობა შთაგონებულია იმ მცენარეებით, ბალახებითა და ხილის ესქტრაქტით, რომლებსაც კორეულ ფარმაკოპეაში ქალები კანის მოვლისა და გაჯანსაღების მიზნით საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - მარკეტინგის მიმართულებით, სარეკლამო პროფილით ან საზოგადოებასთან ურთიერთობა.
  • გამოცდილება - სასურველია ბიუთის სფეროში მარკეტინგის, PR ან გაყიდვების განყოფილებაში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.
  • სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • დაგეგმვის, ანალიზის, განხორციელების და შეფასების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკების უნარი
  • კრეატიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
  • ორატორული უნარი; პრეზენტაციების გამართვისა და საჯარო გამოსვლების ტექნიკის ცოდნა და გამოცდილება

ფუნქციები და მოვალეობები:
  • კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • ბრენდ სტრატეგიისა და ბიუჯეტირების შემუშავება
  • გაყიდვების წერტილებში ნაშთების, მერჩენდაიზინგის მართვა და კონტროლი;
  • სოციალური ქსელების პოპულარიზაცია; მედიასთან კომუნიკაცია;
  • ბაზარზე ბრენდის ცნობადობისა ამაღლების მიზნით მარკეტინგული აქტივობების ეფექტური დაგეგმარება და განხორციელება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მხარდაჭერით;
  • პროდუქტის რეკლამირება; ივენთების დაგეგმარება, განხორციელება და მონაწილეობა, დაგეგმილ პროექტებში აქტიური ჩართულობა;
  • მჭიდრო კომუნიკაცია სილამაზის სფეროს ყველა ცნობილ პირთან და მათ წარმომადგენლებთან;
  • რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას.
  • ბონუსურ სისტემას და სხვადასხვა ბენეფიტებს.
  • სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, აუზის და ფიტნესისპაკეტი.
  • სტაბილურ და მუშა გარემოს.
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები მისამართზე: vacancy@luxart.ge , არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ერბორიანის ბრენდ მენეჯერი“. კანდიდატებისშერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!