ლაბორატორიის სანიტარული დასუფთავების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი რეიმანი
მივლინება: არა
დასუფთავება: სანიტარული წმენდა
ვაკანსიის დასახელება:  ლაბორატორიის სანიტარული დასუფთავების სპეციალისტი  
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას სანიტარის პოზიციაზე 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ლაბორატორიის შინაგანაწესის დაცვა; 
  • ლაბორატორიის დასუფთავება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რაც მოიცავს ლაბორატორიის ყოველდღიურ და გენერალურ დალაგებას; 
  • ეუცრად წარმოქმნილი დაბინძურების დროული აღმოფხვრა; 
  • სადეზინფექციო ხსნარების მომზადება (განზავებისა და უსაფრთხოდ გამოყენების წესების ფლობა და დაცვა); 
  • დასალაგებელი ინვენტარის მიზნობრივი გამოყენება და დასუფთავებული  ინვენტარის შენახვისა და მარკირების წესების დაცვა; 
  • ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ რეკომენდებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების  დაცვა; 
  • გარემოს დაცვის მიერ რეკომენდებული ნარჩენების მართვის წესების დაცვა; 
  • ნარჩენების კონტეინერის-ბლოკ-სქემებით გათვალისწინებული ტრაექტორიითა და გრაფიკით უსაფრთხო გადატანის უზრუნველყოფა; 
  • ნარჩენების კონტეინერების რეცხვა-დეზინფექცია; 
  • სანიტარულ კვანძებში ასრებული ხელის  დასამუშავებელი დისპენსერების შევსება, ქაღალდის ხელსახოცით უზრუნველყოფა; 
  • რუტინული და გენერალური დასუფთავების გრაფიკების წარმოების წესების დაცვა; 
  • დასუფთავების ამსახველი ჩანაწერების წარმოება  შესაბამის სარეგისტრაციო ფორმებში; 
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების ფლობა და დაცვა. 
  • საქმიანობასთან  და ინფექციის პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებული უწყვეტი განათლების პროცესში აქტიური მონაწილეობა  
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • საშუალო განათლება; 
  • სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი  გამოცდილება; 
 
ცოდნა, უნარები:  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დილციპლინირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;  
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;  
  • ყურადღება დეტალების მიმართ, 
 
სამუშაო პირობები:  
  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: 7 სანდრო ეულის ქუჩა, 0186, თბილისი 
 
შერჩევის ეტაპები: 
  • მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; 
  • ინდივიდუალური გასაუბრება. 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; 
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.   

კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: 
https://www.facebook.com/raymann.ge  
 
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ  CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@raymann.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
 
გაცნობებთ, რომ კლინიკა „რეიმანი“  ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. 
 
გისურვებთ წარმატებებს!