გაყიდვების ჯგუფის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ვეტერინარული კომპანია ინვეტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე.
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული პროდუქციით და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
ინვეტმა 2 წელზე მეტია აქტიურად დაიწყო ზოო მაღაზიების ქსელის გაფართოება, სადაც წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდები.
დღეის მდგომარეობით ინვეტი წარმოდგენილია 26 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00 საათიდან-18:00 საათამდე) 
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით 
ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • შეკვეთების ასაღებად ლოიალურ მომხმარებლებთან დაკავშირების გრაფიკის შედგენა;
  • დადგენილი პერიოდულობით შეხმიანება და მათი შეკვეთების ჩანიშვნა;
  • ახალი პროდუქტების შეთავაზებების განხორციელება;
  • ინფორმაციის მოგროვება და შეკვეთების გადაცემა ლოჯისტიკისთვის პროდუქციის დროულად მიტანის მიზნით;
  • მომხმარებლებთან დაკავშირება და უკუკავშირის მიღება პროდუქციის სწორად და დროულად მიტანის შესახებ;
  • აღებული შეკვეთების და ბორტის დატვირთვის, დაცლისა და გაწერის დოკუმენტაციის წარმოება/აღრიცხვა;
  • შეკვეთების პროგრამაში ასახვა და გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება-სასურველია ვეტერინარიის ან/და ფარმაციის მიმართულებით ;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას.
კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2024 წლის 10 მაისამდე ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებებს!