ჰიგიენის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი წისქვილი ჯგუფი
მივლინება: არა
დასუფთავება: დამლაგებელი
„წისქვილი ჯგუფი“  ტრადიციული ქართული გემოების,  ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო,  თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს.  კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) 
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს ჰიგიენის მენეჯერის ვაკანტური პოზიცია. 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი გრაფიკი 
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი; 
 
მოვალეობები:
  • ჰიგიენის გუნდის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება; 
  • ობიექტზე მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი; 
  • ობიექტზე დასაქმებული ჰიგიენის გუნდის მართვა, ადმინისტრაციული ნაწილის(სამუშაო ცვლები, გრაფიკი, შვებულება და სხვა) წარმოება; 
  • პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, შედეგებიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებების გატარება; 
  • პრაქტიკანტების ადაპტაციის პროცესის დაგეგმვა და სწორად წარმართვის უზრუნველყოფა; 
  • გეგმიური/არაგეგმიური სანიტარული პროცედურების გატარება; 
  • გამოსაყენებელი საშუალებების/ინვენტარის ხარისხის, ვადების, ეტიკეტის(არსებობის შემთხვევაში) კონტროლი; 
  • შიდამოხმარების ინვენტარის ნაშთების კონტროლი და ხარჯვის ოპტიმიზაციაზე ზრუნვა; 
  • მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიის ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტთან, მათი მხრიდან მიღებული მითითებების/რეკომენდაციების შესრულების პროცესის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი; 
  • HACCP-ის სისტემისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესრულების, შემდგომში დაცვის მონიტორინგი; 
  • უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.  
 
აუცილებელი მოთხოვნები: 
  • აუცილებელია სასტუმრო/სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • აუცილებელია ჰიგიენის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება. 

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“  პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ  რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  

 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. 
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
 
გისურვებთ წარმატებებს!