გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი CMX Solutions
მივლინება: არა
ენები: გერმანული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.  
ამჟამად თბილისის გუნდში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს: 
გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე.  

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით; 
  • მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება; 

მოთხოვნები: 
  • გერმანული ენის ცოდნა. მინიმალური ცოდნის დონე C1 ; 
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა; 
  • მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
  • სისხარტე, ოპერატიულობა; 
  • სიზუსტე, აკურატულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • გარანტირებულ ხელფასის მატებას ყოველ ექვს თვეში;
  • ყოველთვიურ ბონუსს; 
  • რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდირებულ კანდიდატზე;
  • მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
  • დისტანციურად მუშაობის საშუალებას;
  • ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
  • ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისში (საქართველო), თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად.  
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV გერმანულ, ინგლისურ, ან ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: jobs@cmx-solutions.com 
 
აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს „სიემიქს სოლუშენს“-მა რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 3 წლის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.   
ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს „სიემიქს სოლუშენს“ ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომავლო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.  

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე