სატვირთო ავტომობილის ელექტრიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი პრემიერ მოტორსი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ავტო-მოტო სერვისი: ავტო-ელექტროობის/ტელემატიკის ტექნიკოსი
კომპანია პრემიერ მოტორსი აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილის ელექტრიკოსის პოზიციაზე.
კომპანია პრემიერ მოტორსი 2014 წლიდან წარმოდგენილია საქათველოს ბაზარზე, როგორც პრემიუმ სატვირთო-სამშენებლო და საპორტო ინდუსტრიის ლიდერი, რომელიც აერთინებს მსოფლიო პრემიუმ ბრენდებს, როგორებიც არის:
შვედური ბრენდი : Volvo Trucks და Volvo Penta;
სკანდინავიური ბრენდი - KALMAR და HIAB;
ფრანგული - Renault Trucks და Cofran (Fuchs Lubricants);
გერმანული - Schmitz Cargobull და Knorr-Bremse;
ჩინური - DONG FENG;

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება: 
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტოსერვისში;
  • უცხო ენების ფლობა: ინგლისური ან რუსული;
  • დაქვემდებარება: სერვის მენეჯერი;

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
  • სატვირთო ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკა;
  • ელექტროსადენების მოწყობა, დამონტაჟება და გატესტვა;
  • სატვირთო ავტომობილის დაზიანებული მართვის ბლოკების შეცვლა/პროგრამირება;
  • დაზიანებული ელ. კაბელების გამოცვლა;
  • ინსტრუმენტებისა და მათი გამოყენების წესების ცოდნა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საბონუსე სისტემას;
  • საპენსიო გადასახადის გადახდას;
  • ტრანსპორტირებას.
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ანაზღაურება კვალიფიციიდან გამომდინარე, გასაუბრების დროს შეთახმებით.

სამუშაო ადგილი: თბილისის შემოვლითი გზა (გეზის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი - 09:00-15:00

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ office@premiermotors.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!