კომპანია პრემიერ მოტორსი აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილის ელექტრიკოსის პოზიციაზე.
კომპანია პრემიერ მოტორსი 2014 წლიდან წარმოდგენილია საქათველოს ბაზარზე, როგორც პრემიუმ სატვირთო-სამშენებლო და საპორტო ინდუსტრიის ლიდერი, რომელიც აერთინებს მსოფლიო პრემიუმ ბრენდებს, როგორებიც არის:
შვედური ბრენდი : Volvo Trucks და Volvo Penta;
სკანდინავიური ბრენდი - KALMAR და HIAB;
ფრანგული - Renault Trucks და Cofran (Fuchs Lubricants);
გერმანული - Schmitz Cargobull და Knorr-Bremse;
ჩინური - DONG FENG;
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტოსერვისში;
- უცხო ენების ფლობა: ინგლისური ან რუსული;
- დაქვემდებარება: სერვის მენეჯერი;
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
- სატვირთო ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკა;
- ელექტროსადენების მოწყობა, დამონტაჟება და გატესტვა;
- სატვირთო ავტომობილის დაზიანებული მართვის ბლოკების შეცვლა/პროგრამირება;
- დაზიანებული ელ. კაბელების გამოცვლა;
- ინსტრუმენტებისა და მათი გამოყენების წესების ცოდნა;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საბონუსე სისტემას;
- საპენსიო გადასახადის გადახდას;
- ტრანსპორტირებას.
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ანაზღაურება კვალიფიციიდან გამომდინარე, გასაუბრების დროს შეთახმებით.
სამუშაო ადგილი: თბილისის შემოვლითი გზა (გეზის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი - 09:00-15:00
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ office@premiermotors.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!