კატეგორიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი დეილი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: კატეგორიის მენეჯერი
სუპერმარკეტების ქსელი შპს ,,დეილი“  10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის  200-ზე მეტ ფილიალს, რამდენიმე სადისტრიბუციო ცენტრს და კვების საწარმოს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
ვაცხადებთ ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:
  • განვითარებაზე ორინეტირებული გუნდი წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სასწავლო კურსების დაფინანსებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაზრის ტენდენციებისა და მონაცემების მოკვლევა, ანალიზი; 
  • კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი (საფასო, საასორტიმენტო და სააქციო შეთავაზებების ჭრილში);
  • საფასო/სააქციო პოლიტიკის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
  • პროდუქტების კატეგორიების ცვლილების/განვითარების გეგმის განხორციელება; 
  • პროდუქტების ჭრილში გაყიდვების ანალიზი, გაყიდვებისა და გროს მარჟის მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა;
  • მარაგების ეფექტიანად მართვა, მაღაზიის თაროზე და საწყობში საჭირო ნაშთების განსაზღვრა პროდუქტების ჭრილში;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება,  გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება; 
  • პროდუქტების კატეგორიების განვითარებაზე მუდმივად ზრუნვა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების(MS Office) ცოდნა;
  • სააღრიცხვო პროგრამა 1C-ში მუშაოების გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
  • მოლაპარაკებების უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი; 
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; 
  • შედეგზე ორიენტირებული; 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ; 
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ახმეტ მელაშვილის #2;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:   vacancy@daily.ge  გთხოვთ,  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება. - ეს ამოვიღოთ და ჩავსვათ ჰელიო.აის ბმული : www.helio-ai.com/apply/o2uok1g7g5ssusp7?src=HR.ge
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!