აპარტ-სასტუმროს გენერალური მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი Steps Batumi Hotel & Suites
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სასტუმროს მენეჯერი
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს. 
Steps Batumi ასევე გამოირჩევა გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, რომლებიც სტუმრებისთვის შეუდარებელი გამოცდილების შესაქმნელად, იზრუნებენ განსაკუთრებული სერვისების მიწოდებაზე. ჩვენთან საინტერესო შესაძლებლობები გელით! თუ იზიარებთ ჩვენს ენთუზიაზმს, შევქმნათ არაჩვეულებრივი გარემო სტუმრებისათვის, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. 
 ჩვენ ერთად შეგვიძლია გადავაჭარბოთ მოლოდინს და შევქმნათ მუდმივი მოგონებები ჩვენი ძვირფასი სტუმრებისთვის 
 
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას აპარტ-სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. 
პოზიციის მდებარეობა: ბათუმი 
 
ძირითადი მოვალეობები  
  • აპარტ-სასტუმროს ყველა განყოფილების მართვა;  
  • რეალური და მიღწევადი ბიზნეს სტრატეგიული გეგმების განვითარება; 
  • შემოსავლებისა და ხარჯების ეფექტური მართვა - წლიური კაპიტალის, ნაღდი ფულის ბრუნვის, გაყიდვების და მარკეტინგის პროგნოზირება,  ბიუჯეტის დაგეგმარება და დაგეგმილი საოპერაციო შედეგების მიღწევა; 
  • შემოსავლების მაქსიმიზაციის მიზნით, გაყიდვებისა და მარკეტინგული ეფექტური აქტივობებისა და ინიციატივების წარმართვა;  
  • აპარტ-სასტუმროს ყველა საოპერაციო  და მომსახურების  სტანდარტების პოლიტიკასთან პროცედურებთან, სტანდარტებთან და  კლიენტის კმაყოფილების მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობა;  
  • საოპერაციო საქმიანობაში არსებულ ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა; 
  • სტუმრების უკუკავშირის მუდმივი მონიტორინტი და წამოჭრილ საკითხებზე სწრაფი რეაგირება; 
  • კონტროლის მექანიზმების დანერგვა და მართვა; 
  • გუნდის მართვა: კომპანიაში მომუშავე თითოეული წევრის, განსაკუთრებით კი აღმასრულებელი გუნდისა და განყოფილების უფროსების პერფორმანსზე დაკვირვება, მათ განვითარებაზე მუშაობა, ბაზართან შესაბამისი სახელფასო პოლიტიკის წარმართვა; 
  • მეპატრონესთან/მმართველ კომპანიასთან კოორდინირებული მუშაობა; 
  • განავითაროს პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს აპარტამენტის მფლობელების კმაყოფილებას და მათი აქტივების წარმატებულ მართვას;  
 
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, სასტუმროების და რესტორნების მართვაში, მენეჯმენტში ან სხვა დაახლოებულ სფეროებში;   
  • მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება სასტუმროს მმართველ გუნდში; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა; 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge  
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გენერალური მენეჯერი.  
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 მაისი. 
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.