ფანდრეიზინგისა და კომუნიკაციის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ფერისცვალება ჰოსპისი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები
ჰოსპისი ფერისცვალება აცხადებს ვაკანსიას ფანდრეიზინგისა და კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე. 
ჩვენ გვჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევძლებთ ახალი უფრო კეთილმოწყობილი ჰოსპისის აშენებას,  მეტი ექთნისა და მომვლელის  დასაქმებას  და ხელფასის მომატებას იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც უკვე თავდადებულად და თავდაუზოგავად მუშაობენ ჰოსპისში. ეს მოითხოვს არა მხოლოდ დაფინანსებას, არამედ ჩვენი ორგანიზაციის  ფანდრეიზინგისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის კომპეტენტურ მართვას.  
 
 
რას ვთავაზობთ?  
მუშაობას ორგანიზაციაში, რომელმაც თავისი არსებობის მრავალი წლის განმავლობაში არა მხოლოდ დაიმკვიდრა თავი, როგორც საიმედო და პატიოსანმა პროექტმა, არამედ იყო უამრავი  პაციენტის ნუგეში და მათი უკანასკნელეი დღეები სიყვარულითა და ზრუნვით გაათბო. 

ასევე: 
კონკურენტული საბაზრო ხელფასი, საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა, ბონუსები ან პრემიები ფინანსური და სტრატეგიული მიზნების მიღწევისას, ტრენინგებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მუშაობა ღია და მეგობრულ გარემოში, მონაწილეობა სტრატეგიულ შეხვედრებსა და  სესიებში ,წარმომადგენლობითი ფუნქციები. 
  
რას ველით კანდიდატისგან: 
  • ფინანსების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.  
  • ურთიერთობა დონორებთან, კორპორატიულ პარტნიორებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან. სახსრების მოზიდვის ღონისძიებებისა და კამპანიების ორგანიზება (დაფინანსების მოძიების სპეციალისტთან პარტნიორობაში). 
  • პარტნიორობის სტრატეგიების განვითარება. პოტენციური პარტნიორების გამოვლენა და მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია. გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება პარტნიორებთან და დონორებთან. 
  • ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდა. საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. საზოგადოებაში ჰოსპისი ფერისცვალების პოზიტიური იმიჯის შექმნა და შენარჩუნება. საზოგადოებასთან, პრესასთან და სოციალურ ქსელებში მუშაობა ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.  
  • მონიტორინგი და ანგარიში. მიმდინარე პიარ პროექტებისა და პროგრამების ეფექტურობის შეფასება. დონორებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ანგარიშების მომზადება. 
  • საქველმოქმედო პიარის სფეროში ტენდენციების შესწავლა და ცვალებად პირობებთან ადაპტაციის სტრატეგიების შემუშავება. ჰოსპისი ფერისცვალების მიზნების შესაბამისი და ხილვადობის ასამაღლებელად ახალი პროექტებისა და პროგრამების შესწავლა და შეთავაზება. 
  • მოხალისეებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. თანამშრომლობა სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან გავლენის გასაზრდელად. 
  • ორგანიზაციის პიარისა და ფანდრეიზინგის  მიმართულების გუნდის ჩამოყალიბება, განვითარება  და მართვა. მხარდაჭერის უზრუნველყოფა  და ტრენინგი თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ კომუნიკაციებში, ღონისძიებებსა და სახსრების მოზიდვაში.  
  • თანამშრომლობა ფონდის დირექტორთან, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან, ჰოსპისის მენეჯერებთან და სხვა თანამშრომლებთან. სტრატეგიულ კონსულტანტებთან მუშაობა. 
 
მოთხოვნები კანდიდატებისთვის 
  • უპირველეს ყოვლისა, საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობა მოითხოვს დიდ თავდადებას და სიყვარულს საქმისადმი და ხალხის მიმართ. თანაგრძნობა და კონცენტრაცია არის ძირითადი თვისებები, რომლებსაც ვეძებთ ახალ თანამშრომელში. თუმცა, არსებობს სხვა მოთხოვნები, რომელთა გაჟღერებაც გვსურს: 
  • უმაღლესი ან საშუალო პროფესიული განათლება (არ არის აუცილებელი პიარის ან მარკეტინგის სფეროში) 
  • ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა აუცილებელია, სხვა ენები მნიშვნელოვანი ბონუსია კომუნიკაციის უნარი. 
  • ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები დონორებთან, პარტნიორებთან, მოხალისეებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. საჯარო ღონისძიებებზე და მედიაში ფონდის წარმოდგენის უნარი. 
  • სტრატეგიული აზროვნება. ფონდის განვითარების სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების უნარი. მონაცემთა ანალიზისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. 
  • ქველმოქმედების სფეროში ტენდენციების შესწავლის სურვილი 
  • კრეატიულობა. კრეატიული მიდგომების გამოყენება დაფინანსების მოზიდვისა და პროექტების განხორციელებაში. 
  • ეთიკა. დონორებთან და პარტნიორებთან მუშაობისას ეთიკური ქცევის მაღალი სტანდარტების დაცვა. 
  • ადაპტაციის უნარი. ცვალებად პირობებთან ადაპტაციისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების სურვილი საქველმოქმედო საქმიანობის დინამიურ გარემოში. 
   
PR-ში გამოცდილება მისასალმებელია 
 
თქვენ ნამდვილად გვჭირდებით, თუ გაქვთ: 
  • გუნდის მართვის გამოცდილება და თანამშრომლების მოტივაციის უნარი საერთო მიზნების მისაღწევად. 
  • ეფექტური გადაწყვეტილების მიღება და შეზღუდული რესურსების პირობებში მუშაობის უნარი. 
  • ქველმოქმედების სფეროს ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია და მოიცავს ქველმოქმედების პრინციპებისა და პროცესების და ფონდების არსებობის ღრმა გააზრებას. ქველმოქმედებისა და პიარის სფეროში მიმდინარე ტენდენციების შესწავლა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება. 
  • ფინანსური ცოდნა. ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების გამოცდილება. ფინანსური რესურსების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების უნარი. 
  • ქველმოქმედების, ფონდირებისა ან სახსრების მოზიდვის სფეროში გამოცდილება არ არის აუცილებელი, მაგრამ იქნება დიდი პლუსი. ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს პროექტის მენეჯმენტის გამოცდილებაც. 
 
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე: prperhospice@gmail.com