კომპანია ლეტექნო/LeTechno, მობილური ტელეფონის, კომპიუტერისა და ფოტოკამერის აქსესუარების მაღაზია აცხადებს ვაკანსიას ორი ადამიანისთვის, მოლარე/კონსულტანტის პოზიციაზე.
მისამართი: ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა, მეტრო წერეთლის მიმდებარედ.
სამუშაო განაკვეთი: სრული
დასვენების დღე: კვირაში ორი დღე
ანაზღაურება: მოლარე/კონსულტანტ 850-1200 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
ძირითადი მოთხოვნები
- გამოცდილება მომსახურების სფეროში;
- მობილური ტელეფონების და აქსესუარების შესახებ ინფორმირებულობა;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული პროდუქციის შესწავლა;
- მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწვა და პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება;
- მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება;
- მობილურ მოწყობილობაზე ეკრანის დამცავის დაკვრა;
- სალაროსთან მუშაობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tbilisi@letechno.ge