აუდიტორი

თბილისი სრული განაკვეთი ალგი აუდიტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი
აუდიტორული კომპანია „ალგი აუდიტი“  აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის თანამდებობაზე.

,,ალგი აუდიტი’’ მრავალი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება. 

სამუშაო პირობები:
  • პოზიცია: აუდიტორი
  • მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე ი.აბაშიძის ქუჩა
  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
  • ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
  • რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
  • აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
  • მენეჯერის/პარტნიორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
  • ინვენტარიზაციის ჩატარება ან კლიენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის პროცესზე დასწრება;
  • სამუშაოს წარმართვა ხარისხიანად, წინასწარ შეთანხმებული ვადების დაცვით;
  • კომპანიის აუდიტის მეთოდოლოგიისა და პროფესიული ეთიკის მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ACCA პირველი ეტაპის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესად;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე)
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკული ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიების უნარი;
  • ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "აუდიტორი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  30.06.2022.

წარმატებებს გისურვებთ!