გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აკვალაინი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია “აკვალაინი” 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებით, კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის აუზების, საუნის და ფილტრაციის სისტემების დაპროექტება-მშენებლობას.

კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სტრუქტურული რუქა: უშუალო მენეჯერი - აღმასრულებელი დირექტორი
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული, სტანდარტული 10:00 – 19:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი; საჭიროებისამებრ მივლინებებისთვის მზად ყოფნა.
სამუშაოს ტიპი: საოფისე / გასვლითი
ანაზრაურება : ფიქსირებული ანაზრაურება + ბონუსი

მიზანი: კომპანიის პროექტების, პროდუქტებისა და სერვისის რეალიზაციის ზრდა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაზრის კვლევა და პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  • პოტენციური მომხმარებლების ბაზების წარმოება;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ პრეზენტაციით უზრუნველყოფა (პროდუქციის პარამეტრებისა და ფასის გაცნობა);
  • მომხმარებელზე მორგებული, ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება, წარდგენა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების უზრუნველყოფა;
  • საჭირო პროდუქციის არარსებობის შემთხვევაში ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება;
  • სერვისის საჭიროების შემთხვევაში, კლიენტისგან დეტალური ინფორმაციის მიღება, დავალების გადაგზავნა შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელთან, მისი შესრულების კონტროლი;
  • მოთხოვნის საფუძველზე ინვოისისა და კომერციული წინადადების მომზადება;
  • ხელშეკრულების პირობების დაცვის უზრუნველყოფა (ჩარიცხვის დედლაინების და პროექტების ბიუჯეტების მართვა);
  • უშუალო ხელმძღვანელთან გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება და წარდგენა;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების და მითითებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ განსხვავდება მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური, ბიზნესის ადმინისტრირების ანდა მათთან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ბრენდის, გაყიდვების ანდა შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • ინგლისური ანდა რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;
  • კრეატიულ-ანალიტიკური აზროვნება;
  • მართვის მოწმობა (ბ კატეგორია, სასურველია საკუთარი მანქანის ფლობა);
  • მივლინებებისთვის მზად ყოფნა.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • კორპორატიული ნომერი და სასაუბრო ლიმიტი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის გადახდა;
  • კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღით (DayOff) სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@aqualine.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 04 მაისი 2024წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.