ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი ენერჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ინჟინერის პოზიციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;

დამატებითი მოთხოვნები:
  • ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა;
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
  • ავტომატიზირებული ინფორმაციული სისტემებისა და მართვის სისტემების ტექნიკური საშუალებების კომპლექსების კონფიგურირება და ექსპლუატაციაში მიღება, მომხმარებლების  კონსულტირება და დახმარება პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკის ათვისებასა და შემდგომ ექსპლუატაციაში;
  • სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსების, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვა და მართვა;
  • კომპანიაში არსებული კომპიუტერების და შიდა ქსელის გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის, აგრეთვე ტექნიკური პრობლემების დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერების და შიდა ქსელის მონიტორინგი და ტექნიკური პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
  • ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, გამართვა და განახლება, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და მოდერნიზაცია;
  • არასტანდარტული ტექნიკური პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
  • ქსელის, Windows, Linux ოპერაციული სისტემების და MS საოფისე პროგრამების ინსტალაცია,
  •  ქსელის/სისტემების ფიზიკური/პროგრამული გამართვა; 
  • ქსელური მოწყობილობების, პრინტერებისა და სხვა ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, IP ტელეფონების კონფიგურაცია, დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა, დაშლა, ნაწილების გამოცვლა, აწყობა და მოწესრიგება, ტერიტორიულად განაწილებული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა (აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე გასვლა).

უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV); 

ჩვენ  გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი,  09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი;
ანაზღაურება კონკურენტული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge   (ელ - ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება);
რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2024 წლის 11 მაისი;
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/  ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება  გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
    ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
    ასევე გაცნობებებთ, რომ  თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი  რეზიუმე  განხილულ იქნეს კომპანიის  მიერ სხვა სამომავლო,  პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი:  „თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში.“ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
      შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.