ექიმი ალერგოლოგი

თბილისი სრული განაკვეთი მედისონ ჰოლდინგი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: ალერგოლოგი
ამბულატორიული ქსელი  „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ექიმი ალერგოლოგის ვაკანსიას
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი  ამბულატორიული სერვისების მიწოდება.

სამუშაო გრაფიკი - არასრული, შეთანხმებით.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ვარკეთილი კალოუბნის ქ #12

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი;
  • სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენებიც სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფსე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილგანწყობა და თავაზიანობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე hr@medison.ge და „subject” ველში  მიუთითოთ პოზიციის დასახელება.