ექთანი ლაბორანტი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის ცენტრალური ლაბორატორია
მივლინება: არა ხელფასი: 800
განათლება: საშუალო განათლება
სამედიცინო: ლაბორატორია/პათოლოგია, მედდა
თბილისის ცენტრალური ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ექთანი ლაბორანტის პოზიციაზე 
ადგილმდებარეობა:  ჩაჩავას 1; 
სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათიდან-პარასკევი ჩათვლით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე; 
სტრუქტურული ერთეული: ლაბორატორიული-პრეანალიზური მიმართულება, ფლებოტომიის მიმართულება; 
ანაზღაურება:  800 ლარი; 
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით; 
  • კლინიკებიდან  თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების გადამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში; პრე და პოსტანალიზური პროცესების მართვა. 
  • მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება „ცივი ჯაჭვის“ მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი; 
  • ლაბორატორიის დადგენილი პროცედურის შესაბამისად   საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაცია-გადახდის პროცესის  უზრუნველყოფა;  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ბებია-ქალი/ფერშალ-ლაბორანტი)  
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის  არანაკლებ 6 თვიანი  სამუშაო გამოცდილება 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე vacancy@vivomedical.ge   და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ექთანი ლაბორანტი“ 
 
გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.