მიმტანი

მესტია სრული განაკვეთი მესტია ინნ
მივლინება: არა ხელფასი: 900 - 1200
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი

სასტუმრო Mestia inn აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 900-1200 ლარი


მოვალეობები:

  • აიღოს შეკვეთა სტანდარტების დაცვის მიხედვით. ჩაიწეროს, პროგრამაში შეიყვანოს და სამზარეულოს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ.
  • მოემსახუროს საკვებითა და სასმელით მაგიდას და მაიწოდოს დღის კერძზე ან სასმელზე ინფორმაცია.
  • მოამზადოს მთლიანი და სრული ანაგრიში სტუმრისთვის წარსადგენად.
  • სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდა და გაამზადოს ის სტანდარტების შესაბამისად.
  • დარწმუნდეს, რომ ტერიტორია (რესტორანი) არის მომარაგებული ყველა საჭირო პროდუქტით და თუ ეს ასე არ არის, მაშინ საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი.
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი.
  • ზედმიწევნით კარგად იცოდეს მენიუ(ბარის და კერძების), შემავალი ინგრედიენტები და მომზადების მეთოდები.
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;


ჩვენ გთავაზობთ:

  • 8 საათიან სამუშაო გრაფიკს 
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • სამჯერად კვებას;
  • მეგობრულ გარემოს;


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე (დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება):  mestiainn@gmail.com