მასაჟისტი

თბილისი სრული განაკვეთი Swissotel Tbilisi
მივლინება: არა
სილამაზე/ესთეტიკური მედიცინა: მასაჟისტი

„ ACCOR -ის ჯგუფის წევრი სასტუმრო Swissotel Tbilisi აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე.


ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხეულის სარელაქსაციო და სპორტული მასაჟების გაკეთება;
  • სახის სხვადასხვა პროცედურების გაკეთება;
  • პროცედურების დროს გამოყენებული ინვენტარის, პროდუქციის და სივრცის მოწესრიგება;
  • სტუმრების კონსულტაცია პროდუქციისა და პროცედურების შესახებ;
  • ინვენტარის კონტროლი;
  • ჰიგიენის ნორმების დაცვა და სასტუმროს მიერ დადგენილი სტანდარტებით მუშაობა;
  • პროცედურებისთვის განკუთვნილ კოსმეტიკი და სპა მენიუს სრულყოფილი ცოდნა;
  • სპა პროდუქციის ნაშთებზე პასუხისმგებლობა;
  • სასტუმროს სპა სივრცეში ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;


ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (ინგლისური ან სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უნდა ფლობდეს კომუნიკაციის კარგ უნარებს, იყოს პუნქტუალური, მოწესრიგებული, თავაზიანი და მეგობრული, როგორც სტუმრების, ასევე - კოლეგების მიმართ;
  • უნდა ჰქონდეს ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მაღალი დატვირთულობის დროს შეინარჩუნოს სიმშვიდე და ადაპტირდეს მოთხოვნის შესაბამისად.
  • უნდა ფლობდეს კომუნიკაციის კარგ უნარებს, იყოს პუნქტუალური, მოწესრიგებული, თავაზიანი და მეგობრული, როგორც სტუმრების, ასევე - კოლეგების მიმართ;
  • უნდა ჰქონდეს ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მაღალი დატვირთულობის დროს შეინარჩუნოს სიმშვიდე და ადაპტირდეს მოთხოვნის შესაბამისად.


გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: h9417-hr@accor.com

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. (მასაჟისტი)“Swissotel Tbilisi „გისურვებთ წარმატებას!