მზარეულის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი Holiday Inn Express Tbilisi Avlabari
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეულის თანაშემწე
სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ:მზარეულის დამხმარეს 

ფუნქციები და მოვალეობები:
  • მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
  • პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
  • ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
  • მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა ნებისმიერ დროს;
  • ცვლის მენეჯერისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პროდუქტის მომზადების დროს;
  • აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
  • ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
  • ხელმღვანელისთვის ინფორმაციის ოპერატიულად გაზიარება
  • IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება.

საჭირო უნარები:
  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ გარემოს
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს
  • გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სასტუმროებში
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით)
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: gm@hiextbilisi.com