ტექნიკური ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი იფქლი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
პურ-ფუნთუშეულის საწარმო "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე. 

აუცილებელი მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა, მინ. B1;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისთვის მიცემული დავალებების სისტემატიზაცია,  დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების ხარისხის და ვადების კონტროლი;
  • ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შესრულებული დავალებების აღრიცხვა განსაზღვრული ფორმით, რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • შრომის უსაფრთხოების კუთხით მომსახურე კომპანიის მიერ მოცემული მითითებების შესრულების კონტროლი და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან კომუნიკაცია შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოების შესახებ;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
დასვენების დღეები: შაბათ-კვირა


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: info@ipkli.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება