ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი Steve Jobs American Academy
მივლინება: არა ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია აცხადებს  ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე დისტანციური სამუშაო ფორმატით.

ჩვენ 2008 წლიდან ვანხორციელებთ სწავლებას მსოფლიოს 60 ქვეყანაში, 241 ქალაქში, სადაც 50,000-მდე მოსწავლეს ვზრდით ტექნოლოგიურ ლიდერებად. ჩვენი პროგრამები ოფიციალურადაა აღიარებული ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ და სერტიფიცირებულია  Google-ის მიერ.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი - დისტანციურად/საჭიროებისას შეხვედრა;
  • სამუშაო განაკვეთი - კვირაში 30 საათი;
  • სამუშაო დღეები - ორშაბათი - ხუთშაბათი;
  • სამუშაო საათები - დილის 10:00 საათიდან 18:30 საათამდე.
  • შესვენება - 13:00-დან 14:00 საათამდე;
  • სამუშაო ანაზღაურება - 1500 ლარი (Gross).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
  • ბაკალავრის ხარისხი (სფერო: ფინანსები);
  • სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel);
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

სამუშაო აღწერილობა:
  • საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის აწყობა;
  • ორგანიზაციის 10 ფილიალთან ურთიერთობის წარმართვა, მათ მიერ განხორციელებული ფინანსური გადარიცხვების კონტროლი და ორგანიზაციის  სტრუქტურული ერთეულების ფინანსური ოპერაციების ყველა შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
  • სტუდენტების ყოველთვიური ჩარიცხვების კონკროლი და საჭიროებისას, მშობლებთან კომუნიკაცია;
  • ყოველთვიურად დეტალური ფინანსური ანალიზის მომზადება  თოთოეული სტრუქტურული ერთეულის/ფილიალისა და წინასწარ შემუშავებული ინდიკატორების ჭრილში;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და შესაბამის მარეგულირებელთან წარდგენა ვადების დაცვით;
  • საპენსიო სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა მოთხოვნილი ვადების დაცვით;
  • კანონმდებლობით ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

თუ გინდა შემოუერთდე ჩვენს გუნდს, არაუგვიანეს 1 მაისისა გამოაგზვნე შენი CV ამ ელ. ფოსტის მისამართზე: info@stevejobs.edu.ge სათაურში აუცილებლად მიუთითე:  „ვაკანსია-ბუღალტერი“.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. 

გისურვებთ წარმატებებს!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სტივ ჯობსის ამერიკულმა  აკადემიამ დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.