ავტოსადგომის კონტროლიორი

რუსთავი სრული განაკვეთი რუსთავის ავტობაზრობა
მივლინება: არა ხელფასი: 700 - 1300 +ბონუსი
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის კონტროლიორის პოზიციაზე.


ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, (08:00-17:00);
  • ანაზღაურება: 700 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი (საშუალოდ 1000-1300 ლარი);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.

 

ძირითადი მოვალეობები

  • ავტოსადგომის ტერიტორიაზე შემოსული ავტომანქანების პარკირების წესის დაცვით გაჩერების უზრუნველყოფა;
  • გარე ტერიტორიის კონტროლი;
  • ავტოსადგომის ტერიტორიაზე ფასიანი პარკინგების მართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება. 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია უსაფრთხოების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
  • სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე სასურველია.


უნარები და პიროვნული თვისებები

  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • ოპერატიული რეაგირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 591 508 195 (რასული), ან გამოგვიგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  ავტოსადგომის კონტროლიორი. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან


მეტი ინფორმაციისათვის

გვესტუმრეთ:

https://www.autobazroba.com/

https://autopapa.ge/ge/page/about

https://m.facebook.com/autopapa.ge/

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.