დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი/ჭურჭლის მრეცხავი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო - იოტა
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 900 +ბონუსი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი), ჭურჭლის მრეცხავი
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიას, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის/ ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა
  • სასტუმროს ტერიტორიის დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით
  • კომპლექსის სრული ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სავალდებულოა მინიმუმ 0-1 წლიანი გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით
  • უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე
  • პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ელემენტარულ, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ფიქსირებული ანაზღაურება - 900 ლარი + ბონუსი 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.


ჭურჭლის მრეცხავი
ძირითადი მოვალეობები:
  • კვებისა და სასმელების განყოფილებაში გამოყენებული ერთეულების გასუფთავება, გადატანა, შენახვა
  • ჭურჭლის რეცხვა და სამზარეულოს დალაგება
  • სამზარეულოს ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები: 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 0-1 წლამდე გამოცდილება.

ფიქსირებული ანაზღაურება - 800 ლარი + ბონუსი 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას.


თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  hr.iotahotels@gmail.com  და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი" ან “ ჭურჭლის მრეცხავი“), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!