კარდიო-ინტენსიურის ექთანი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
მივლინება: არა
სამედიცინო: მედდა
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას კარდიო-ინტენსიურის ექთნის პოზიციაზე.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.

მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1
სამუშაო გრაფიკი: 24 სთ-იანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
განყოფილება: კარდიო-ინტენსიური

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
  • ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი V სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: Hr@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კარდიო-ინტენსიურის ექთანი".
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.