მოლარე

ქუთაისი სრული განაკვეთი თერმოინდუსტრია
მივლინება: არა
გაყიდვები: მოლარე
შპს „თერმოინდუსტრია“ რომელიც არის გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა–კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ნიკეას #12
კომპანია უზრუნველყოფს: დაზღვევას.

ძირითადი ფუნქციები
  • პროგრამის და სალარო აპარატის ჩართვა, ტერმინალების მწყობრში მოყვანა, საბრუნავი თანხის მომზადება;
  • შემოსავლის (თანხის) მიღება ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში: გასავლის ორდერის მიხედვით პროგრამაში გატარება, სალაროს ქვითრის ამოღება, შემოსავლის ორდერის ამობეჭდვა;
  • უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, მომხმარებლის საბანკო ბარათის მიხედვით, შესაბამისი ტერმინალიდან თანხის მოხსნა;
  • დღის განმავლობაში რამდენჯერმე სალაროს გადამოწმება, სალარო აპარატის X რეპორტის ამოღება, პროგრამისა და ექსელის ფაილის შესაბამის თანხვედრაში მოყვანა, ტერმინალის ჩეკების გადახედვა;
  • ყოველი დღის ბოლოს სალარო აპარატის Z რეპორტის ამოღება,დღის დახურვა, დაჯამება, ყველა ქვითრის შეგროვება, თანხის დათვლა და სეიფში გადატანა.

პიროვნული თვისებები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური.
  • კეთილგანწყობილი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com სათაურის ველში მიუთითეთ „მოლარე“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
შპს „თერმოინდუსტრია“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!