ასისტენტ ფინანსური კონტროლიორი

თბილისი სრული განაკვეთი Carrefour Georgia
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური კონტროლერი
„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. 
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.    
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.  
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას-ასისტენტ ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე

ძირითდი მოვალეობები: 
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური საოპერაციო შედეგების მონიტორინგი და ანალიზი; 
  • სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება; 
  • ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლი; 
  • წლიური ბიუჯეტის მომზადება; 
  • პროდუქციის ნაკადის მიღების პროცესის კონტროლი; 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით); 
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზაციულობა და დროის მართვის უნარები; 
  • MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Excel ცოდნა სავალდებულოა) 
 
 
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com      
 
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ასისტენტ ფინანსური კონტროლიორი-ბათუმი. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ დაამუშავებს თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ იფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: recruitment-geo@mafcarrefour.com; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე. 
 
შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 
გისურვებთ წარმატებებს!