ექსპედიტორი

ქუთაისი სრული განაკვეთი ზედაზენი 2012
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
კომპანია „ზედაზენი 2012“ აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: იმერეთი, ქუთაისი
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის შესაბამის ობიექტებთან დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
  • ობიექტების მიერ გადახდილი თანხის აღება, ქვითრის დაბეჭდვა და კომპანიის ანგარიშზე დროულად შეტანა;სამუშაო დღის ბოლოს ოპერატორებისთვის შესაბამისი საბუთების ჩაბარება;
  • ობიექტზე პასუხისმგებელი პირისთვის პროდუქციის მითვლა ზედნადების საფუძველზე და ჩაბარების დადასტურება;
  • ობიექტებიდან დასაბრუნებელი ვადაგასული/წუნდებული პროდუქციის მითვლა, ვადების კონტროლი, სასაქონლო ზედნადებთან შედარება, საწყობის სმენის უფროსისათვის ჩაბარება და ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი დისტრიბუციის დამხმრისა და მძღოლების მართვა;
  • კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკისა და შინაგანაწესის დაცვა;
  • ქსელში არსებული პრობლემებთან დაკავშირებით ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • სხვა დამატებითი ფუნქცია- მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სადისტრიბუციო სისტემის/ქსელის ცოდნა.
  • დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელური;
  • ყურადღებიანი და დაკვირვებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პუნქტუალური 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 12 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.