ოპერატორი

სენაკი სრული განაკვეთი ზედაზენი 2012
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
კომპანია „ზედაზენი 2012“ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: სამეგრელო, სენაკი
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • პროგრამულად შემოსული შეკვეთების დამუშავება;
  • ელექტრონული სასაქონლო ზედნადების Rs-ზე ატვირთვა, პროგრამაში ასახვა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
  • სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა/ დამუშავება;
  • პროდუქციის მიწოდებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • მობრუნებული პროდუქციის შესაბამისი ზედნადებების Rs-ზე ატვირთვა და პროგრამაში ასახვა;
  • შეკვეთილი ინვენტარის ობიექტისთვის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინვენტარით ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების პროგრამაში ასახვა;
  • ინვენტარის მიწოდება/დაბრუნების პროცესში ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, ხელმოწერილი დოკუმენტების შეგროვება/დაარქივება;
  • ობიექტებში არსებული ინვენტარის აღწერის პროცესში ჩართულობა და პროგრამული მონაცემების გადაგზავნა შესაბამისი თანამშრომლისთვის;
  • სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • FMG- ის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული,ინგლისური)

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ოპერატორი სამეგრელოში, წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 12 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.