მძღოლი-კურიერი

თბილისი სრული განაკვეთი Domino DIY Hypermarket
მივლინება: არა ხელფასი: 600 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: კურიერი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. 
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-კურიერის პოზიციაზე დიღმის  ფილიალში. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • შეკვეთილი პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ადრესატამდე; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: 
  • მართვის მოწმობა B  კატეგორია; 
  • მძღოლი უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს; 
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; 
  • პუნქტუალურობა დადისციპლინირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
 
პირობები: 
  • გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირას  
  • ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი თითო მიტანაზე 6 ლარი (დღის ჭრილში 15 იდან 30 მდე შეკვეთა) 
 
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ  
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge   
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ 
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში. 
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 
გისურვებთ წარმატებებს!