Senior Front-end/React JS დეველოპერი

თბილისი სრული განაკვეთი პროკრედიტ ბანკი
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამისტი/დეველოპერი
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას Senior Front-end/React JS დეველოპერის პოზიციაზე. 
 
"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო "პროკრედიტ ჯგუფის" წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. "პროკრედიტ ჯგუფს" სათავეში უდგას "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე. 
 
პროკრედიტ ბანკ საქართველოს,  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით. 
 
 
მოვალეობები: 
  • React ბიბლიოთეკების გამოყენებით სუფთა კოდის წერა; 
  • არქიტექტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება; 
  • UI დიზაინის, მაღალი სიზუსტით კოდში გადატანა; 
  • Third-party API-ს ინტეგრაცია; 
  • გუნდთან ერთად მუშაობა, რომელიც შედგება სხვა დეველოპერებისგან, დიზაინერებისგან, ტესტერებისგან და პროექტ მენეჯერისგან; 
  • დიდ და რთულ სისტემებთან მუშაობის უნარი. 
 
მოთხოვნები: 
  • მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება React-ში; 
  • მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში 
  • სხვადასხვა არქიტექტურული პატერნების და მიდგომების ცოდნა 
  • React-ის  ბიბლიოთეკების საფუძვლიანი ცოდნა; 
  • Redux / Redux-Saga; 
  • NodeJs (ჩაითვლება უპირატესობად) 
  • Git-დან მუშაობის გამოცდილება; 
  • ავთენტიფიკაციის და ავტორიზაციის თანამედროვე მექანიზმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
 
გთავაზობთ:  
  • საინტერესო და რთულ პროექტებს 
  • მეგობრულ გარემოს 
  • განვითარების და სწავლის შესაძლებლობებს 
  • სოლიდურ ანაზღაურებას 
 
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით " Front-end/React JS" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.it.recruiting@procredit-group.com 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
განაცხადის მიღების საბოლო ვადაა 12/05/2024 
 
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს "პროკრედიტ ჯგუფში" შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. 
 
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com 
 
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. 
 
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; info@procreditbank.ge