მსახიობ-ანიმატორი

თბილისი სეზონური/დროებითი Gino Paradise
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ტურიზმი/გართობის სექტორი: ანიმატორი
„Gino Paradise” მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც  აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.
“Gino Paradise” 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

„Gino Paradise” ზაფხულის სეზონისთვის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მსახიობ-ანიმატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ანიმაციის პროგრამის შემომუშავება-განახლებაში ჩართულობა;
  • შემუშავებული პროგრამის ჩატარების უზრუნველყოფა;
  • დღის განმავლობაში გასართობი აქტივობებში ჩართულობა;
  • დაგეგმილ თემატურ ღონისძიებებში და შოუ-პროგრამებში ჩართულობა;
  • სტუმრების ინფორმირება აქტივობებთან დაკავშირებით, დაინტერესება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • სტუმრების განწყობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • თანამედროვე ქორეოგრაფიულ ანსამბლში/კლუბში ცეკვის გამოცდილება;
  • ანიმაციის/გასართობი პროგრამების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული და/ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

შემოგვიერთდი, თუ ხარ:
  • სუპერკომუნიკატორი;
  • აქტიური;
  • ხალისიანი;

დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა); 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე:  hr@ginoparadise.ge  ან დარეკეთ ნომერზე: +995 599 96 83 03 გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !

გისურვებთ წარმატებას!