დაცვის კომპანია ალგანი დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორთფოლიო 10,000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით
"ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
"ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
- საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვა, აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
- ძირითადი საშუალებების მიღება და ცვეთის დარიცხვა;
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
- შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა
- გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება
- თვის ჭრილში მომწოდებლებთან წარმოქმნილი ვალდებულებების განხილვა ხარჯის კეტეგორიის მიხედვით მენეჯმენტთან ერთად;
- ბანკის გადარიცხვების წარმოება;
- სალარო ნაშთების კონტროლი
- დეკლარაციების შევსება
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
სამუშაო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
- ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.